რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)


ესპანეთში ქალები დაიარებიან მადრიდის უნივერსიტეტში; იმათთვის იქაური პროფესორები

ცალკე ლექციებს კითხულობენ. შვეციის მართებლობამ ამას წინათ კოროლინის

უნივერსიტეტში სიარულის ნება მისცა ქალებს, რომელიც სტუდენტებთან ერთად ისმენდნენ

თითქმის ყოველგვარ ლექციას. აგრეთვე დანიაში ქალები დაიარებიან კოპენგაგენის

უნივერსიტეტში და როგორც ამბობენ, მშვენივრათ სწავლობენ და კარგათ ესმით ყველა ძნელი

მეცნიერების საგნებიო.

ნორვეგიაში ქალებს აძლევენ სასოფლო შკოლების მასწავლებლობის ალაგს. ამას გარდა

თითქმის ყველა ევროპის სახელმწიფოში და აგრეთვე რუსეთშიაც ქალებს ამჟამად

ტელეგრაფის და ფოსტის სამსახურში იღებენ.

წყარო: www.gdi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი