ბიბლიოგრაფია


მოკლეთ რომ გამოვსთქვათ, ავტორის აზრი ის არის, რომ კაცობრიობის ყოველმხრივი ბედნიერებისა და წარმატებისათვის აუცილებლათ საჭიროა პატარა ხალხებმა
დაჰკარგონ თავიანთი საკუთარი ხალხოსნობა, თავის ენა, ჩვეულება და
განსაკუთრებული ცხოვრება და დიდ ხალხებს შეუერთდენო. კაცობრიობის ისტორია
გვიჩვენებს, რომ პირველათ კაცები განცალკევებული ცხოვრობდნენ, შემდეგ
რამდენიმე ოჯახი შეუერთდა ერთმანეთს, რადგან ამაში საყოველთაო სარგებლობას
ხედავდნენო. ამ ერთ ალაგას შეერთებული მცხოვრებლებისაგან რამდენიმე წვრილი
ერთი ტომის ხალხი შესდგაო. შემდეგ წვრილი ხალხები კიდევ ერთმანეთს
უერთდებიან და ამნაირათ წვრილი და განცალკევებული ხალხებისაგან ოდესმე
რამდენიმე დიდი ხალხი (სახელმწიფო) შესდგებაო, რადგან დროის განმავლობაში
წვრილი ხალხების ენა გაუქმდებაო. ყოველი ხალხის განმაცალკევებელი არის ენაო
და ამიტომ პირველათ წვრილი ხალხების ენა უნდა «გაუქმდეს» და მერე ისინიც
შეუერთდებიან დიდ ხალხებსაო. ენა არის ორგანო, რომლის საშუალებითაც
კაცობრიობა მიდის წარმატებაშიო. რაც უფრო მომეტებული მცხოვრებლებისაგან
შესდგება რომელიმე ხალხი, მით უფრო განათლებულია ის, მით უფრო
დაწინაურებულია იმის ცხოვრება და მით უფრო ადვილათ შეიძლება ამ მრავალრიცხოვანმა ხალხმა მთელი კაცობრიობის წინ წაწევას დაეხმაროსო. აქედან ავტორს
გამოჰყავს, რომ რადგან წვრილი ხალხების ენებს არ შეუძლიათ მთელი კაცობრიობის
ორგანოთ შეიქმნენ, ამის გამო ისინი უნდა გაუქმდნენ და თვითონ წვრილი ხალხები
თავის-თავისა და საზოგადოთ მთელი კაცობრიობის ბედნიერებისათვის უნდა
სამუდამოთ გაჰქრენ და აღიხოცონ დედა-მიწიდანაო. ეს გახლავთ მოკლე სიტყვით
გამოთქმული ავტორის აზრები.
* * *
მართლაც, თუ არ ამგვარი კაცი, სხვა ვინ დაივიწყებდა იმ ჭეშმარიტებებს, რომელიც
მეცნიერებას დიდი ხანია დამტკიცებულად და მკვიდრ საძირკველზე
დამყარებულად მიაჩნია?

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი