ბიბლიოგრაფია


თვითონ ხალხის ინსტიქტი, განსაკუთრებით გონიერი ნაწილი ყოველი ხალხისა,
მუდამ სცთილობს დიდ ხალხებს შეუერთდესო, ამბობს უცნობი ავტორი. ეს სიტყვები
ნათლათ რომ ავხსნათ, იმას ნიშნავს, რომ ყოველი ხალხი სცთილობს თავისი ენა,
ხასიათი, თავისუფლება და ყველაფერი საკუთარი დაჰკარგოს? როგორ მოგწონთ
ამგვარი აზრი?
* * *
ერთ ალაგს ბროშურის ავტორი ამბობს, რომ ოდესმე ყველა წვრილი ხალხები და
მათი ენები მოისპობა და დედა-მიწაზე მხოლოთ რამდენიმე დიდი ხალხი დარჩებაო.
თუ ავტორს ისტორიის კანონით მიაჩნია წვრილი ხალხების განქარწყლება, და
მხოლოთ რამდენიმე ენისა და დიდი ხალხის დარჩენა, – ერთი მხრით, – განა რატომ
არ შეიძლება, რომ ეს დიდი ხალხებიც შეერთდნენ ოდესმე და დედა-მიწაზე მხოლოთ
ერთი ხალხი და ერთი საყოველთაო ენა დარჩეს? განა ავტორის ლოღიკა ამას არ
მოითხოვს? მაგრამ განა ეს შესაძლებელია?

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი