ძლიერი და სუსტი ერი
არიან ისეთი ცრუ-მეცნიერნი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა წვრილი ხალხები უთუოთ უნდა შთაინთქან დიდი ხალხებისაგანაო; პატარა ხალხი როდისმე, უეჭველია, ძალაუნებურათ უნდა დაემორჩილოს იმ მსხვილ ხალხს, რომელიც იმის მეზობლათ ცხოვრობსო; იმან უნდა დაივიწყოს თავის ენა, სარწმუნოება, ხასიათი და ჩვეულება და ყველაფერი იმ თავის მეზობელ სხვილ ხალხის უნდა შეითვისოსო. ჩვენ არას ვიტყვით, რამდენიც სიმართლე და ჭეშმარიტება არის ამ უნუგეშო და ყოვლად უაზრო სწავლაში იმის მეტი, რომ გასაკვირველია, რათ არის საჭირო კაცობრიობისათვის, რომ ერთმა ხალხმა მაინცა და მაინც მეორე შთანთქას და მოსპოს, თუ კი ორივეს ცალ-ცალკე თავისუფალი ცხოვრება და არსებობა შეუძლიათ და ამ არსებობით თუ არ შემატებენ, არას დააკლებენ კაცობრიობას? მოვიყვანთ მხოლოდ ორ სამწუხარო მაგალითს იმის დასამტკიცებლად, – თუ რა ბარბაროსულად იქცევიან ზოგიერთი სხვილი ხალხები, რომელთაც ეს თეორია შეუთვისებიათ და რომელნიც ქვეყნის უგანათლებულესს ხალხებათ ირიცხებიან.
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი