ძლიერი და სუსტი ერი


მგონი, არც ერთი გაუნათლებელი ხალხის მმართველობა არ ექცევა ისე ცუდათ თავის 

ქვეშევრდომებს, როგორც ინგლისის მართებლობა ინდოელებს ექცევა. ინგლისელები იმას კი 

არ დასჯერდნენ, რომ ძალით დაიპყრეს ინდოეთი, წაართვეს იქაურ მცხოვრებლებს ადგილ

მამული და მიწა-წყალი; არ სჯერდებიან არც იმის სიმდიდრეს, რომელიც მუდამ წელს 

გამოაქვთ ამ ბუნებით მდიდრისა და უხვის ქვეყნიდამ: ისინი თვითონ მცხოვრებლებსაც 

უმოწყალოთ და სწორეთ ბარბაროსულათ ეპყრობიან; ხოცავენ და სტანჯავენ, ასე, რომ ახლა, 

როგორც ამბობენ, იმის მეათედიც აღარ არიან თურმე ადგილობრივი მცხოვრებლები 

(ინდოელები), რაც იმ დროს იყვნენ, როდესაც ინგლისელებმა იმათ ქვეყანაში ფეხი შესდგეს. 

განათლების გავრცელებისა და ეკონომიური მდგომარეობის ამაღლების მაგივრათ, 

ინგლისელები იმნაირათ ეპყრობიან თავის უცხო ქვეყნელ კოლონიებს, თითქო იმათი 

არსებობა ქვეყნისათვის მავნებელი იყოს და იმათი მოსპობა კი აუცილებლათ საჭირო. 

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი