ძლიერი და სუსტი ერი


აი, ამისთანა გულის შესაძრწუნებელ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ამერიკელებისაგან

საწყალი წითელ-კანიანი ინდოელები. თუ ამერიკა ასე ეპყრობა თავის სუსტს და უღონო

მეზობლებს, სხვა ხალხებისაგან რაღას უნდა მოველოდეთ? დიახ, სამწუხაროა, რომ ამისთანა

ამბები ხდება ამერიკაში, იმ ამერიკაში, რომლის თავისუფლებას, სიმდიდრესა, განათლებასა

და სხვა და სხვა ჩინებულ დაწესებულებებს თითქმის ევროპის ყველა განათლებული

ხალხები შეჰნატრიან... «ბრწყინვალე მზეზედაც ლაქები მოინახებაო», – ამბობენ რუსები და ეს

არაკი ამ შემთხვევაში სწორეთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მართლდება.

წყარო: www.gdi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი