ძლიერი და სუსტი ერი


ამგვარი მდგომარეობა წითელ კანიან ინდოელებისა, უეჭველია, დიდხანს არ გასძლებს

ამერიკაში. თუ ზანგებს (ნეგრებს) მიანიჭეს ამერიკელებმა სრული სამოქალაქო უფლებები,

თუ იმათთვის კონგრესისა, სასამართლოებისა და ყველა დაწესებულებების კარები

გაღებულია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ადრე იქნება, თუ გვიან, ამერიკელები მოვლენ

გონზე და ამ ინდოელებსაც მიანიჭებენ ყოველგვარ უფლებას და ჩათვლიან ამერიკის

მოქალაქეებად. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოგვიდგენენ შესანიშნავსა და

სამაგალითო ქვეყანას, რომელშიაც ყველა ტომის ხალხნი ერთად და ძმურათ, თავისუფლების

დროშის ქვეშ იცხოვრებენ.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», №22, ინიციალებით – ს. მ.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი