შალვა ამირეჯიბი: “ჰაზალი” (ეძღვნება ვ. ანჯაფარიძეს)
შენ ვარდი ხარ ახლად შლილი, გაზაფხულზე რა უნდა ვქნა, შენთან ახლოს ყოფნა მინდა, მანძილიდან რა უნდა ვქნა, საიდუმლო ვერსად გითხარ, მარტო ჩემთვის რა უნდა ვქნა. შენთვის ბევრი სიტყვები მაქვს, ნეტავ, მეტი რა უნდა ვქნა, მზე არა მწვავს, გავიშალო, მთვარის შუქზე რა უნდა ვქნა, გული შეხვეული დამაქვს, გაზაფხულზე რა უნდა ვქნა?!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი