შალვა ამირეჯიბი – კოტე აფხაზის სიკვდილზე
როს ჩვენი დროის რეგვენობის მწირ ანარეკლად, ჩვენში მატურებს ისე დგამენ, ვით თივის ზვინებს, თავისის ფეხით ადის ბრიყვი კვარცხლბეკზედ ძეგლად და ჯალათობა სათნოების იწნავს გვირგვინებს. შენ მოკლებული საფლავისა მყუდრო სიამეს, განუბანელი აიაზმით ადის წყლებიდგან, უცდი, შემოვა მტრის ბანაკში ეტლი პრიამის, რომ გამოიხსნას შვილის გვამი მტრის ხელებიდან. და გენატრება შენ საფლავი სადმე მდელოზედ, რომ უდგეს ბუჩქი,ზედ ბილიკი ჩაუდიოდეს რომ კვლავ შეგეძლოს გადმოხედვა საქართველოზედ და შენი გული იმის ბედზედ აღარ სჩიოდეს. არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში, ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს, და რომ სახელი დიდი გქონია შენ სიცოცხლეში, ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი