მანანა ორბელიანი
შენს ძვირფას სახეს აღარ უნდა განმეორება, ვერავინ შესცვლის შენს სურათზე ფერებსა მკრთალებს და მარადობის მიუღია მას ამბორება ვით სიჯისმონდო მალატესტას ნაკვეთ მედალებს. თითნი გაყრილნი თვალ-ლალებში ისვრიან ალებს, კამათელისა მათ უყვარდათ ნაზი გორება, ცისფერ ატლასის ნაოჭებში მე რომ მაწვალებს, იმ დროებისა იშმუშნება ისევ ზმორება. შენში კვნესიან ხმაწასული მუხამბაზები, ეგ არშიები გულს მესობა ყაისნაღებად და მიმაჩნია ჩემი თავი ათასნაქებად, რომ შენსა დღეებს მე აქედან ვეჯამბაზები! ჯერ არ ენახეთ, ო, მანანა, ქართლისა ქალებს, როს შენს წინაშე ისველებდა ვერიკო თვალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი