ნ. ამირეჯიბის ასულს
მთვარე სარკმელს გადმოხრილა, სიო არხევს ჟალუიზებს, შენსა ბაღში ნინო გრილა და ეძლევა ილუზიებს! შენ ერთობი დღეცის მარი იცვავ ბატისტს, კისეიას, სხვადასხვა ხარ ვით სიზმარი, შესტრფი უცხო იდეიას! მაგრამ ეხლა გაცრეცილი სდგეხარ სარკმელს და სდუმს ენა, გულმა გითხრა ერთი ცილი; ვითომც გიყვარს ვიღაც შენა! ჭორი უთქამს! მხოლოდ გრილა სიო არხევს ჟალუიზებს, მთვარე სარკმელს გადმოხრილა და ეძლევი ილუზიებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი