ეგოიზმში იძირება ადამიანი
ეგოიზმში იძირება ადამიანი და კომფორტულად იხრჩობა სიმარტოვეში. სხვისი დახმარებით იფურჩქნებიან და როცა სათანადოდ აყვავილდებიან, ზედაც აღარ უყურებენ მათ. სარკეში ყურებით გაბრუებულები რეალურ სამყაროს ემიჯნებიან და ეგოიზმით გაჟღენთილი ილუზიით გატაცებულნი, სხვის გრძნობებს ფეხქვეშ თელავენ. თავიანთი ფანჯრიდან ყურებით კმაყოფილებს, არც ადარდებთ სხვისი პეიზაჟი რამდენად ნაცრისფერია და ნაცრად ქცეულს, ქარს რომ გაატანენ თავის პეიზაჟიანად, მერე აფრქვევენ ყალბი სინანულით გატენილი ბგერების ვულკანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი