ნეონის კრისტალებიდან, ნოსტალგიის ყვავილამდე
ჩემი ფიწრები სასაფლაოა უაზრო მოგონებების, რომელიც ნოსტალგიით არის გაჟღენთილი. ნოსტალგიით, რომელშიც იმ ცასავით სპეტაკი ბავშვი ბავშვობს, დღეს რომ ლაჟვარდისფრად აფერადებდა ბეტონის ჯუნგლებს. თითქოს ეს ლაჟვარდისფერი ნეონის კრისტალები ჩემში ჩაქრა, რომლებიც სიყმაწვილეში გიზგიზებდნენ, ამბოხებული ცეცხლის ალივით და ნოსტალგიის ყვავილმა გაანათა სინათლე სიბნელით. მსგავსი ყვავილი ადრეც მქონდა ნანახი როცა ბებიაჩემის მზერაში ვიძირებოდი ხოლმე. თუმცა, რას ვიფიქრებდი რომ ეს ულამაზოდ ლამაზი ყვავილი იყვავილებდა ჩემში?! ბეტონის ჯუნგლებში მოსიარულე ნოსტალგია ვარ. წარსულის კლდეზე მოგონებებით მიჯაჭვული ავაზაკი რომელიც ელოდება სიკვდილს რომ შეეხოს სიცოცხლეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი