…
ეგომანათობელი არსება მუსიკალური რიტუალით ზეიმობს ბელადის შინ არ ყოფნას და ანათებს გამოქვაბულს რომელშიც მხოლოდ მაშინ ჯანყდებიან ნათელი ფერები როცა მარტოა შინ. მისი ბგერები მიედინება მარტოდ ცაში და მის სახეზე ალერსი ქართა, აღარ უსერავს დასერილ სხეულს. ავი ფიქრებით დასნეულებულს ეშვება გულზე ცხელი ჯაჭვები. თავისუფლებას, თავის უფლებით აუჩქარებლად თაგვები ღრნიან. სანამ გვამები არ დასერავენ, მსერავი ბელადის გულს, მანამ არ ეღირსება ხსნა სვავებისგან მას, ვისაც სვავი არც კი უნახავს. დაე დასეროს გვამმა ბელადი. ამის შემდეგ კი გამოქვაბულში რომელშიც ეგომანათობელი არსება ჩაქრება ასევე გაქრება ფიქრები მასზე. ქარში დასერილს ქარზე იცნობენ. კარზე კაკუნით ნუ შევაწუხებს ბელადის დასერილ, უსერავ გულს. ეგომანათობელი არსება ჩაქრობის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ათინათებად იფეთქებს ბელადის ფიქრებში და ალბათ ათი ნათებაც არ დაჭირდება. შეეგუება უმალ უმალავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი