ქაღალდს მიჯაჭვულები


სამყაროს ვწირავთ ტალახიან ქაღალდის კუპიურებს და არც კი გვადარდებს. ეგოზე მიჯაჭვულებს, თვალები გვებინდება. სინათლეს ვეძებთ და უფრო ბნელდება. ვცოცხლობთ მაგრამ ცხოვრება გვავიწყდება. საბოლოოდ კი სიმყუდროვეში ჩაიძირებიან ერთეულები და მყუდროდ განისვენებენ ხოლო დანარჩენები… დანარჩენებიც განისვენებენ. ჩვენი თანასწორობა მხოლოდ ამაში გამოიხატება. ბოლოს ყველა დახუჭავს თვალს რომელიც არც არასდროს გაუხელია და ჯერ არ გაღვიძებული, სამუდამო ძილს მიეცემა.
 თავისუფლებისთვის მებრძოლები, თავისუფლად ვემონებით ქაღალდს. ადამიანებს თავი ღმერთებად მოგვაქ და ამდროს, ისიც კი არ შეგვიძლია იქ ვიყოთ სადაც მოგვესურვება. თუმცა ალბათ სულ იქ ყოფნამ სადაც გვსურდა, გამოიწვია რომ აღარ შეგვიძლია იქ ყოფნა სადაც გვსურს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
შალვა მამისაშვილიმწერალი1 თვის წინ

ატვირთვისას შემეშალა და პოეზია მივუთითე პირადი წერილების ნაცვლად

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი