რას ვიფიქრებდი?


ჩემი ფიქრები, ფრთაშესხმული ცაზედ აჭრილი,
იმ ლაჟვარდისფერ ცისკამარაზე, ცისკრად მოჩანდა.
ზეცა სპეტაკი, ვით ის ბავშვი მრავალ წლის წინათ.
ჩემს ცისკრის გვერდით ღამის ნუგეში ცაზე ცოცავდა.

განთიადამდე გამითენდა დილა ნატრული,
ცეცხლის ბურთულა ჰორიზონტზე რიდით გორავდა.
რას ვიფიქრებდი, შენს გარეშე ჩემი ფიქრები,
ცისკამარაზე, ცისკრის სახით, ზეცას მორთავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი