ქართული საბავშვო მწერლობის ერთ–ერთი ფუძემდებელი შიო ილარიონის ძე მღვიმელი (ნამდვილი გვარი ქუჩუკაშვილი) დაიბადა 1866 წლის 12 თებერვალს, სოფ. ბრეთში (ახლანდელი ქარელის რაიონი).
გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების (1887) შემდეგ თბილისში მუშობდა ჯერ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი „დილა“ 1885 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად.გარდაიცვალა 1933 წლის 29 დეკემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
წყარო: burusi.wordpress.com
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი