სერენადა


ასე როგორ გადამრიე გოგოვ ციდან მოწყვეტილო,
როგორ არ უნდა მინდოდეს რომ შენს მშობლებს ვაწყენინო
გაგიტაცო ქვეყნის ბოლოს შენი თავი ვაძებნინო
ჩემს კალამს კი მხოლოდ შენზე, მხოლოდ შენზე ვაწერინო.
მერე ჩვენი შვილის აკვანს მიგანდო და გარწევინო,
ყოველ დილას წინ დამიდგა თეთრი ან და შავი ღვინო,
და არ მერქვას კაცი მაშინ თუ სხვა ქალთან დავიძინო.
ღამ ღამობით ჩვენი შვილი მინდა მკერდზე დავიწვინო,
მინდა ჩემი ეს დარდები ფოთლებივით გავიცვინო.
მერე ჩუმად რომ მაკოცებ ეშმაკურად გამიცინო,
ისე ჩაგეხუტები რომ ყინვაშიც არ გაიყინო.
აქ იყავი ცხოვრებაზე რომ არასდროს შევიგინო,
შენი სახით მინდა ტკბილო რომ სიმშვიდე შევიძინო,
გეტყვი სხვასთან თუ არ იტყვი მინდა ტუჩზე რომ გიკბინო,
ყოველ ღამით მკლავებზე კი შენი თმები დავიფინო,
ოთახებში შიშველმა ან ჩემი ზედით რომ ირბინო,
თუ კი ცუდად მოგექცევი მაკოცე, არ გამიფრინო.
მინდა ისე გკოცნიდე რომ გულში სისხლად დამიდინო,
მთელ სხეულზე როგორ მინდა ნაკბენები გაგიჩინო.
ასე როგორ გადამრიე გოგოვ ციდან მოწყვეტილო,
როგორ არ უნდა მინდოდეს რომ შენს მშობლებს ვაწყენინო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი