ისევ მეწერება
ისევ მეწერება ხო და დაე მოსახდენი მოხდეს, სიახლეებია ცოტა, დიდი არაფერი მოკლედ. ნელა საწოლისკენ ვიწევ, ცხრაა, ველოდები ათ მარტს, შენ კი გალაკტიონ ისევ ჩემს წინ დაენარცხე ასფალტს. ზოგი ისევ სახეს მალავს, ზოგი ებაძება ღორებს, ისევ მაბრალებენ ღალატს, ისევ მიგონებენ ჭორებს. ჯერაც ვერ მივმხვდარვარ ჩემი დანარცხება გაძლევს რა ხელს მმართავს პოეზიის გემი, საჭე უკავია გრანელს. ზოგჯერ მეც კი მინდა წასვლა. ალბათ გავგიჟდები ოდეს, გრძნობის წინასწარი გათვლა, უგუნურებაა გქონდეს. ისევ მინორული ნოტა, ისევ ჭავჭავაძე მოკლეს, სიახლეებია ცოტა, დიდი არაფერი მოკლედ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი