ისევ ბოლში გახვეული ღამე


ისევ ბოლში გახვეული ღამე,
ისევ ფიქრში არეული დილა,
თუ იპოვით თქვენ, სიმშვიდეს სადმე
იმედია მეც მარგუნებთ წილად.

ისევ ცხელი მონატრების წვეთი,
ისევ ფიქრი მდუმარე მტკვრის პირას,
ვიცი სადღაც რომ არსებობს ღმერთი
ვიცი, მისი ძებნა შემიწირავს.

მე დავდივარ უგზო უკვლოდ ხალხში,
რომ ვიპოვო ვინმე მაინც წმინდა,
უფლს ვთხოვ რომ დამაბრუნოს სახლში
მხოლოდ ღმერთმა იცის მე რაც მინდა.

არ მაშინებს მე სიკვდილი არა!
მე სიცოცხლის უფრო შემეშინდა,
მგონი დროა ერთხელაც ვთქვა კმარა,
მე თქვენს შორის ყოფნა გამიჭირდა.

თამბაქოს ფერ მონატრებას ვებრძვი,
ხელში მრჩება მხოლოდ ცივი ლირა,
მერე რა, რომ მე ლურჯ მთვარეს ვეტრფი
მერე რა რომ მძინავს მთელი კვირა.

მინდა ისევ შევიყვარო ცამდე,
მინდა მწუხრი გადამექცეს დილად,
თუ იპოვით თქვენ სიმშვიდეს სადმე.
იმედია მეც მარგუნებთ წილად.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი