0 118

და მომდევნო დღე ყოველთვის სხვაა


და მომდევნო დღე ყოველთვის სხვაა,
ალბათ იანვარს შევეწირები,
აქ ისევ ჩუმი დარდების ზღვაა,
ერთი ვისკიც და ჩავიძირები

ფიქრში, რომელსაც არსად მივყავარ,
სევდა რომელიც გულივით მიცემს,
ბოლოჯერ ვამბობ - ისევ მიყვარხარ,
რადგან ვიცი რომ არავინ მისმენს.
კომენტარები (0)