სად ჩემი და სად შენი
დილა ისევ ღამის ნიავს ასაღებს, ახლა არ ვარ აღარავის სარჩევი, ღიმილები ნერვიულად ცახცახებს, პრობლემები - სად ჩემი და სად შენი. ჩემს ლექსებზე ვერასოდეს ვიტირებ, ქარი ქრის და ქარი ქროდა, ქარია... ახლა ისევ გალაკტიონს ვციტირებ, მაგრამ მეც ვგრძნობ ნიავს რაც მთავარია. მარტმა ისევ ყველაფერი არია, ისევ უნდა შევაგროვო გირჩები, გარშემო ხომ ყველაფერი მკვდარია, მეც არ ვიცი ზოგჯერ რისთვის ვირჯები. გადაყარე ლექსები ან დახია, თორემ ვიცი გაგიწყრება გამჩენი, სურვილები ცოტა უკან დახიე, ოცნებები - სად ჩემი და სად შენი. უწყლოდ სულის ყვავილები გაახმე, ვიცი არ ვარ სადმე გამოსაჩენი, ოთახებში ყველა სარკე დაამხე, კომპლექსები - სად ჩემი და სად შენი... შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი