ცაზე ვარსკვლავებს ვხოცავ თითებით
ცაზე ვარსკვლავებს ვხოცავ თითებით, გარეთ სევდაა უკაბადონო, ჩემი ლექსები ჩემი რითმები, სადმე ნაგავში უნდა დავტოვო. მთვარე გავტეხე როგორც ლამბაქი, დავღვარე ღამე სევდის ფეხებთან, ვღეჭავ ტკივილებს როგორც თამბაქოს, და მენატრება შენი შეხება. ქუჩა დავღალე აქ სიარულით, ურწმუნო სულით მე არ ვმარხულობ, სხვებმა წაიღეს სხვა სიხარული, მე კი სიზმარშიც ვეღარ გნახულობ. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი