ჩემს ლექსებს ვუცხადებ სამძიმარს
ჩემს ლექსებს ვუცხადებ სამძიმარს, დავლიე ცოდვების ბარძიმი, შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს, პლანეტას დარდებით ვამძიმებ. ვეწევი, შემეშვი, ნახე შენ, ნაცნობებს ჩემს წრეში ვამცირებ, მესროდნენ ზურგში და სახეში, და მაინც ვერავინ გავწირე. შემეშვით ქარებო ორპირო, მარტია, გავარტყი ამ წვიმებს, და როდის ყოფილა ძმობილო ნაბიჯებს უთვლიდნენ არწივებს. კვირტები ყვავილს ვერ იტევენ აპრილში ველოდოთ ნარცისებს, გულში მაქვს დარდები იმდენი, და სულში სიმშვიდე არც ისე. ფიქრები მოკალი ნუ სცოდავ, მე მხოლოდ ნერვები მაცინებს, დარჩება ჩემს გვერდით სულ ცოტა, სხვებმა კი ჯერაც ვერ გამიცნეს. რამდენმა ცრემლებზე დამცინა, მე ვტირი, სხვებს ისევ ვაცინებ, შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს, პლანეტას დარდებით ვამძიმებ. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი