უსათაურო


გრძნობის საზღვართან უცნაური თეთრი ფონია,
და ეს დარდები ჩემთვის ახალ სამოსს ქარგავენ,
გვერდით ბევრი მყავს მაგრამ თავი მარტო მგონია,
და ვეღარ ვიგებ მე ვკარგავ თუ სხვები მკარგავენ.

ჩემი სიცოცხლე შემოდგომის ბოლო ნაყოფს გავს,
და აღარ ვიცი ზამთრის პირზე საით ვიქნები,
ალბათ გამყინავს იანვარი ეს წესად მოსდგამს,
შენზე ცივია უსასრულო ღამის ფიქრები.

არ მენატრები, ეს ამაზე ბევრად მეტია,
მე როცა მიყვარს სხვანაირი ძალით ვინთები,
დღესაც თავიდან შემიყვარდი (ესაც ბედია)
რომ მელანდება ჩემს სახეზე შენი თითები.

კვლავ ვიმეორებ, სიჯიუტე ჩემი ჰობია,
გაზაფხულზე კი ახალ წრეზე ხეებს დარგავენ,
გვერდით ბევრი მყავს მაგრამ თავი მარტო მგონია,
და ვეღარ ვიგებ მე ვკარგავ თუ სხვები მკარგავენ.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი