პაროდია
მორიგი დილა ვერ მომიტანს სულის საფარველს, მე უკვე ღამის წყვდიადებში დავიდე ბინა, ვეღარ გაჩვენებ ჩემს სატკივარს და ჩემს სადარდელს, რადგან, ყველაზე მტკივნეული ყოფილა წინა. აზრი აღარ აქვს კვირა არის თუ სამშაბათი, ყოველ ღამით ეშმაკები კვლავ გამოდიან, მე მინდა თუნდაც ამ წამს მორჩეს ეს მასკარადი, მე მინდა სწრაფად დავასრულო ეს პაროდია. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი