ჩვენი სიყვარულის საპირწონედ
ია გამოვძერწე გვირილიდან, ჩვენი სიყვარულის საპირწონედ როცა მიხარია ვიღიმი და რაც არ მსიამოვნებს არ ვიწონებ. ყველა სინანული არის გვიან, ვერც ეს დეპრესია გავიჩერე, ბევრსაც ჩემი უკვე აღარ ქვია, და რაც არ მეკუთვნის არ ვიჩემებ. ღამე ამ ფიქრებში გაირინდა, თავსაც ძველებურად დავიბერებ, სხვების ნაამბობი არ მიზიდავს და რაც არ მინახავს არ ვიჯერებ. წერა სიგიჟეა, ნერვებს ითხოვს, მოდი სულ არ დავწერ ამის მერე, ლექსის დასაწყისი ჩემზე იყოს და შენ დასასრული დამიწერე. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი