მთისა


ისევ წავალ მე ჩემს მთაში, 
ხვსურეთში, მერე ფშავში,
თავდახრილი მოვილოცავ ლაშარს, 

ყველა საზღვარს თვად წავშლი,
ფუჭად არასდროს მოვიქნევ,
მტრის გულებში გაციებულ ლახვარს. 

დარდიანი არაგვიდან, 
წყალს ავიღებ მაღლა მთიდან,
ლურჯას ქარი აუწეწავს ფაფარს, 

ეს ხანჯალი მა რად მიდა
ამ არწივის მზერის მიღმა
მტერი ვერასდროს იპოვის საფარს. 

მე გუდანის ჯვარი მიცავს
ვაჟასი და შოთას მიწა
არ ვივიწყებ წინაპრების საფლავს. 

ჩემს დარჩენილ დღეებს ვფიცავ,
ჩემს ქვეყანას სულ დავიცავ,
და ამაყად გავისწორებ ნაბადს. 

ღმერთმა ასე მაწერინა,
ოდეს ისევ მოვიხილავ
ანდაქივით დაბერებულ პაპას 

ეხ სამშობლო როგორ გმინავ,
შენგან შორს კი როგორ ყინავს,
შენთვის მოვკვდე, შეგპირდები ამას. 

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი