ჩემი ხასიათი შმაგი


ჩემი ხასიათი შმაგი
ჩემი გაღიმება მყუდრო,
ჩემი აზროვნება საღი,
ჩემი მირჩევნია უფრო. 

ჩემი დაორთქლილი მინა
ჩემი ჩაძირული გემი,
ჩემი ლექსებია წმინდა,
ჩემი ტაეპები ჩემი. 

ჩემი ტკივილები ცამდე,
ჩემი გაბრაზება უხმო,
ჩემში რთულად არის საქმე,
ჩემი დეპრესია უფრო. 

ჩემი ბობოქარი ბედი
ჩემი უდღეური მთვარე
ჩემი საუცხოო ხედი
ჩემი გაღვიძება მწარე. 

ჩემი ჩატეხილი ხიდი,
ჩემი უშენობა ფართო,
ჩემში სურვილია დიდი
ჩემი გრძნობები რომ ვმართო. 

ჩემი დამსხვრეული სული,
ჩემი აღნაგობა ნარკო,
ჩემი სიხარული რთული,
ჩემი პიროვნება სანდო. 

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი