არტერია
ხეებია მწკრივში როგორც მოძმეები, ირგვლივ მხოლოდ დაშვებული ფარდებია, და გარშემო ჩემი ძველი ოცნებები, სიგარეტის ღერებივით მთავრდებიან. ოქტომბერი წვივებამდე ავიკეცე, და ფოთლების ათასფერი ტანდემია, ვეღარ ვიტევ უშენობას, წავიქეცი ღმერთო შენი მონატრება რამდენია. ვაგდივარ და დეპრესია მორეული გაღვიძების სურვილიც არ გამჩენია, მომენატრა ერთი გოგო შორეული ხომ ჩემია მაგრამ მაინც არც ჩემია. ერთ დროს ჩემი პოეზიაც არ ურჩობდა. ჩემს წინ ახლა ცარიელი პარტერია, როგორ მინდა ისევ თვალი დავხუჭო და უშენობით ავაფეთქო არტერია. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი