ყინვას გაიმეტებს ზეცა
ყინვას გაიმეტებს ზეცა, ფოთლებს შევაგროვებ ჭადრის, ისევ შემოვირბენ შენთან, როგორც ყვავილობა ატმის. უკვე აზრი არ აქვს სუნთქვას, მთვარეც მოწყენილი დადის, გეტყვი რაც არავის უთქვამს, სანამ მზე ჯერ კიდევ ჩადის. მიჭირს უშენობის აღქმა, უსევ სუნი ამდის ჭაჭის, ერთი ოცნებაც არ ახდა, ხო და ნუღარ მკითხავ რა მჭირს. შენთან ისევ მინდა ყოფნა, ვთელავ მოგონებებს დაყრილს, შენი სიყვარული ჯობდა, მიტომ გავეყარე აპრილს. ვეძებ შენთან ყოფნის მიზეზს, ვნახავ გასაქცევად ადგილს, ისევ შენთან მინდა ისევ, ყვავილს ვერ მოვპარავ ასკილს. რომ ვთქვა კიდევ ერთი არა, სანამ გული სხივებს დათვლის, ერთი ჩახუტებაც კმარა, სანამ უშენობა დამღლის. აღარ შემიძლია ძილი, უკვე ვემსგავსები აჩრდილს, იქნებ მიმკურნალო დილით, ზურგში მეათასედ დაჭრილს. ხელზე ისევ შენი ხელი, როგორც სიმყუდროვე სახლის, ვდგავარ გასაყართან ძველის ისევ მოლოდინში ახლის. უკვე აღარაფერს ვეძებ, ირგვლივ ფერებია მაყვლის, ისე მეფიქრება შენზე ტანზე სიყვარული მაყრის. ისევ მთელი ღამე ვწერე, მაინც ავისრულებ წადილს, ჩუმად გაკოცებ და მერე მორცხვად გაისწორებ მანდილს. უკვე დავივიწყე მოვლა ყველა სანუკვარი ნატვრის, შენთან სირთულეა მოსვლა, მაგრამ ვერ ავირჩევ ადვილს. დილა შენს ბაგეებს ნამავს, დრო კი დაუნდობლად გადის, ზურგით უშენობა დამაქვს, ისევ მოლოდინში ავდრის. მე შენ გაღიარებ ღმერთად, გატან ჩემი გულის ნაწილს, მერე რა რომ არ ვართ ერთად, აზრი როდის ქონდა მანძილს.... შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი