კივილი
ქუჩაში გაგდებული ვიკავებ ხასიათებს, და როგორც სიგარეტზე ვცდილობდი გადაჩვევას, ლექსებში როგორც წესი ყველაფერს ვაზვიადებ, და ისევ დაცემულ სულს ჭირდება პანაცეა. უაზროდ გადავყარე ლამაზი ჩემი წლები, დღეს შენთან დამიღამდეს ვინ იცის... შეიძლება, ვიძინებ იმედით რომ ხვალიდან შევიცვლები, ვიღვიძებ იმედით რომ რაღაცა შეიცვლება. და როცა საბოლოოდ ჩემთანაც დაღამდება, ეს ფრთები დამტვრეული პირდაპირ ქვესკნელია, ერთ დღესაც ყველაფერი უბრალოდ დამთავრდება, და ჩუმი ღიმილებიც ბოლომდე შეწყდებიან. ვარ სულ სხვა სამყაროში ფიქრებით გადასული, და შენი გახსენება ფიქრების რევერსია, მომინდა უშენობის ლამაზი დასასრული, ამაზე ვკამათობდით კვლავ მე და დეპრესია. მინდა რომ ეს ლექსები ნაგავში გადავყარო, წერას რომ დავიწყებ და არ მინდა გაჩერება, ყველაზე მარტივია ფიქრი არ გაგაკარო, ყველაზე მტკივნეული უშენო გათენება. და სანამ ეს ნერვები ჰორიზონტს გადაჭიმავს, შფოთვითი აშლილობა დაცემის გარანტია, შეცდომის დაშვებების მაგისტრის ხარისხი მაქვს, და თავს ვერ ვაპატიე რაც ღმერთმა მაპატია. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი