არც სიკვდილია დასასრული.
ხაზი გადავუსვი ძველ ავტორებს სულ სხვა ეტაპზე ვარ გადასული, ვიცი ტკივილები რომ დამტოვებს, და არც სიკვდილია დასასრული. ვიცი აღარავის ვეცოდები, თუმცა ვუმკლავდები გაციებას, ყველას დაგვიშვია შეცდომები, ყველა იმსახურებს პატიებას. სკოლის დარეკილი იმ ზარიდან, ლექსებს სანთელივით მივეწებე ჩუმად გადაწერილ პირჯვარიდან, ღმერთის არსებობის სიეჭვემდე. მხოლოდ პოეზია მომანდომებს დღე რომ დავასრულო დათარსული, ვიცი ტკივილები რომ დამტოვებს, და არც სიკვდილია დასასრული. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი