ვეღარ მოვისროლე ნაწერები


ვეღარ მოვისროლე ნაწერები,
ლექსი კვალში მიდგას დღემდე,
სხვაში არასოდეს ამერევი,
მენდე...

თვალში ნისლები მაქვს ამღვრეული,
მაგრამ თავი მტკივა უფრო,
ჩემი ლექსივით ვარ არეული
.... ვხუმრობ.

ცუდად დავასრულებ გული მიგრძნობს,
როგორც ცრემლიანი ლირი,
უკვე აღარავინ აღარ მიცნობს,
ვყვირი...

სევდა ნარევი მაქვს ღიმილები,
ხო და ვიღიღინებ სოლოს,
ისევ ტკივილებში ვიძირები
ბოლოს...

გული არაერთხელ გამიციეს,
ბევრჯერ გაუტეხავთ ფიცი,
ერთ დღეს აღარავინ გამიცინებს,
ვიცი.

ისევ რუტინული დეპრესია,
სევდის ვაფრიალე დროშა,
აღარც მახსენდება ეკლესია,
მორჩა.

შაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი