ღამე, როიალი,პაწაწინა


ღამე, როიალი,პაწაწინა,
წლებმა ჩაიარა უზეიმოდ,
ფიქრი, ფოთლები და რამ მაწყინა,
სიტყვებს ვიმეორებ უხეიროდ.

ისევ ჭაღარები ამ ასაკში,
ხასიათი არასამეჯლისო,
მე ვარ სიყვარულის ავაზაკი,
ანუ მიგდებული ამეთვისტო.

მზერას ვერასოდეს გავიცივებ,
თუნდაც აღარასდროს არ მეღირსო,
გავძლებ უშენოდ და გავიღიმებ,
თუმცა არა არა ... ვაფერისტობ.

ჩემი პოემებიც გიჟდებიან,
მინდა ღიმილივით გაფერადდე,
ზოგჯერ უფრთებოდაც ფრინდებიან,
ზოგჯერ ეცემიან გაფრენამდე.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი