არაფერი საინტერესო


ღიმილზე ვწერდი და ტკივილი მედგა ენაზე,
დედამ კი მითხრა, ნუ ამუქებ ლამაზ ფერებსო,
მეოცნებება სიმშვიდეზე, ძილზე, ფრენაზე,
ნუ მოკლედ დიდი არაფერი საინტერესო.

ზოგჯერ მეტყობა ჩუმი სევდა, თავს ვერ ვიკავებ,
ისეთი ცაა, აღარ მინდა დადგეს საღამო,
მე მაინც ყველგან მიმესვლება სადაც ვიყავი,
უბრალოდ მე ვარ სამყაროსთვის შეუსაბამო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი