ფანქარი
ამ დილას უფროს ძამიკოს ეხვეწებოდა ბაქარი: - თუ ჩემი ძმა ხარ, ზალიკო, მათხოვე შენი ფანქარი! - მერედა რატომ გათხოვო, შენს ფანქარს ვითომ რა უშავს? - რამდენი სიტყვაც დავწერე, სულ შეცდომები დაუშვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი