ბაჩას კიჭი
არა და აღარ დაუცხრა პატარა ბაჩას კიჭი, ჰოდა, დედიკომ ექიმთან წააცუნცულა ბიჭი. როდესაც სახლში დაბრუნდა, ალერსით ჰკითხა ლილიმ: - ჩემო პაწია ძამიკო, კიდევა გტკივა კბილი? დას გაკვირვებით შეხედა თვალებცქრიალა ბაჩამ: - აბა, რა ვიცი, კიჭი ხომ ძია ექიმთან დარჩა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი