გარდაცვლილი დიადების ტკივილს – ..
გარდაცვლილი დიადების ტკივილს – საქართველო დღესაც მწარედ ითვლის. ვინ იგლოვებს უსასრულოდ ილიას? ხარხარს, დღესაც წააწყდები რიხიანს. ვინ მიუძღვნის ფიროსმანს კვლავ ლავაშებს? ვინ დაცინებს უმუშევარ ხაბაზებს? ან ვინ იტყვის _ჯიქნები აქვს ვარდოს? გარინდული სძინავს საწყალ ლადოს. ან ვინ დაწერს ხელთავიდან სულიკოს? აკაკი ხომ, არ ისვენებს სულ ფიქრობს… ან ვინ დათვლის გალას ნაწერ შედევრებს? უძილობა მის აუგად მხსენებელს! ან ვინ იტყვის სიტყვას მასზე უნაზეს? ვაჟას სიტყვა გაუგია უღრან ტყეს… ჩემო ერო, ჩემო ბერო, ძვირფასო, _ ახლა თუკი,წერა აღარ ძალმიძს მე მეტის _ მოკითხვა ჩემს უსაყვარლეს ტერენტის…
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი