სიმშვიდის მოტკბო ვარდისფერ ბუსუსს ..


სიმშვიდის მოტკბო ვარდისფერ ბუსუსს_

ეყრება თეთრი იმედის მტვერი,

და გაცრეცილი ტიტანის ნერვი, _

გადიქცა ზამთრის ცივ სასაფლაოდ.

ყვავილი მოაქვს მხოლოდ სინანულს

ბავშვის ხელებით მაწოდებს ტიტას_

და დაბოღმილი მეზობლის კაცი

დღედაღამ მებრძვის _ პოეტს ვერ იტანს.

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი