ო, მწუხარების ქარცეცხლი მოდის ..
ო, მწუხარების ქარცეცხლი მოდის _ ვგრძნობ რომ სხეული _ პატიმარია. ჩუმია ღამე _გვამები როკავენ_ საფლავთან ისევ ნაწვიმარია… ღიმილი მწუხრში დაიფერფლება _ სულს დაამძიმებს ქალის სინაზე… _ ფარდები ოდნავ აკეცილია_ და ცოტა სისხლი მოჩანს მინაზე… 19.10.09
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი