ბუხართან
თან გამოჰყვა დროის ქარებს დარდი მარადიული, ვის უგზავნის ნეტავ ალერსს ის ქედანი ტყიური, მე რომ გულით გამიხარდეს, არვინ მოვა ისეთი, ისე დარდს რა გამიქარვებს, მე რომ მახსოვს ის ერთი. მაშ, ბუხარო, ნუ მაცდუნებ, დაწვი შავი ფიქრები, ხვალ აღარც შენ იგუგუნებ, და აღარც მე ვიქნები!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი