ის, ვინც ჩემს დღეებს ასე აკლია ..


ის, ვინც ჩემს დღეებს ასე აკლია,
ის, ვინც შემორჩა დღემდე ჩემს კარავს,
ო, მათი ხსოვნა ისე ნაღდია,
ბნელი სამარეც ვერ დაიფარავს!
და როცა მალე, მოსახვევების,
შარა დამბურავს და მივფარდები,
როცა დღეები და ღამეები,
ჩაიწვებიან როგორც სანთლები : –
უკანასკნელად ვიფიქრებ შენზე,
მენახე, – მსურდა, მადლობა მეთქვა!…
ბოლო იმედიც, რომ მქონდა დღემდე,
წაიღო წყალმა, დალეწა მეხმა!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი