გახსოვს ლისი?
გახსოვს ლისი?… ქარი მისი, ცისკიდურზე მზის ლიცლიცი, სივრცეები, სივრცეები, ტყიანი და მარადისი! სევდიანი გამოხედვა, ჯავრი მოგყვა მაინც რისი? მაღალ გორზე სამრეკლო და…. იმ გარდასულ დღეთა ღირსი. გახსოვს ფიცი? შენი ფიცი, ცის კიდურზე მზის ლიცლიცი, სადღაც შორს, შორს, მწვერვალებს რომ მიჰკვალავდა მზის სახნისი! გახსოვს ლისი?… ქარი მისი, სივრცეები მარადისი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი