მე ამ ქალაქში
მე ამ ქალაქში, არვის ვუკრთი, არც ვემალები, კაცი არ არის, შემრცხვეს მისი ; – თავი დავხარო, ანდა, თვალი რომ ავარიდო! თუმცა, მე თვითონ რამდენი ვიცი, – გამირბის ხოლმე, რისთვის?… გეტყვით!… მხოლოდ იმიტომ, რომ მან ოდესღაც, მიღალატა, გატეხა ფიცი, გამიმეტა და არ დამინდო…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი