თქვენი იები


მ. ხ–ს
თქვენი იები,
ნალოლიები,
ლარნაკში თვლემენ წუთის მდგმურები,
მე კი, ვარჩევდი სიკვდილს ტყვიებით,
ვიდრე ლოგინში საყვედურებით.
გმადლობთ,
გლოვის დღეს რომ გაგახსენდით;
მზიან აკორდებს როგორ მღეროდით?!
როდესაც სული სავსეა სევდით,
ხოლო ცხოვრება უიმედობით.
დაე, ლოდინით დაღლილ თვალებმა,
რაღაც იმედით ისევ იელვონ,
–	რა დაგვიტოვეს ცოდვილმა წლებმა?
–	ხსოვნა! – ყველაფრის სამაგიეროდ!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი