ნატურმორტი


მცხეთა, ყვავილები, ბაღი,
მებაღე და
ბაღში ვაზით მოხატული
ლურჯი თაღი,
_ გახსოვს?
სევდიანი წიწამურის
ტყე ცვარ-ნამით მინამული,
_ გახსოვს?
ო, ის წლები გაცინების,
შეხვედრის და დაცილების.
გვიხაროდა ყველაფერი,
სულ სხვა იყო მცხეთა მაშინ,
ელვარე და მზენაფერი!..
ყვავილები, ყვავილები,
სამაისოდ, არაგვზე რომ
ზევით-ქვევით ყვავის ზვრები…
დილა იყო მზენაფერი,
შეეფარა ტყეს ირემი,
გვიხაროდა ყველაფერი,
_ გახსოვს?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი