ბაბანეური, ბაბანეური
ბაბანეური, ბაბანეური, სად ზეცით ღრუბლის აფრა ეული მიჰქონდათ ქარებს სიზმარეული, ტყვიისფერი და ღონდალეული… გადაკარგულხარ შორს, მთების იქით, აღარაფერი აქ შენეული, ეს გახსენებაც თრთოლით და რიდით, სევდიანი და ცრემლგარეული. ეს დღე რატომღაც არ ჰგავდა იმ დღეს, წლებით დაღლილი და დარბეული. როს სავსე იყო შენით ყოველი _ მთები, ტყეები, ზვრები მზვრეული, დღე კი, არ მახსოვს, იყო რომელი, სულის მბორგავი და სიზმრეული…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი