ცხრა მარტი,1956


ვხედავდი მრავალ, დაუდევრად გახსნილ საყელოს,
სახეებს კაცურს და სასახელოს.
გაბმულ წვიმებს და გაზაფხულის გამოღვიძებას,
გაჭედილ ქუჩებს, გემივით რომ მძიმედ ირწევა,
აღმართულ დროშებს, ყვავილების კოცონთა ფეთქვას,
ჩვენ შევხვდით ერთად!…
ჩვენ შევხვდით, როგორც დევნილები შორეულ მხრიდან,
როცა არწივი ასაფრენად, თითქოს ფრთებს შლიდა,
შურისძიების, დიდ ხანძრებში ვინც იქ დამიწდა,
ჩვენ ავიტაცეთ მათი დროშა, ვით ფიცი წმინდა!…
შემდეგ დავცილდით, ცხოვრებაში ასედაც ხდება,
ასე სჭრის ზოგჯერ ბედისწერა და კაცთა ნება,
მაგრამ იმ დღეს თუ გაიხსენებ,
იმ დღეთა მიღმა,
ვერ დაივიწყებ, ვინც იმჟამად
შენს გვერდით იდგა… …

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი