1956 წელს, უნგრეთის რევოლუციური ..
1956 წელს, უნგრეთის რევოლუციური აჯანყების დროს, ქართველმა ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს, ტყვია ესროლათ უნგრელი ხალხისათვის, რისთვისაც რუსებმა ტყვიებით დაცხრილეს ისინი. ძმებო, დღეს ყველას გიწოდებთ გმირებს, ღირსებით თქვენით ამაღლდით ცამდე, ეს თქვენ იყავით, თქვენ შეეფიცეთ მადიარების გულამაყ მართვეთ. ტყვიას ვით ესვრის ქართველი უნგრელს, თვითონ შეხვდება სიკვდილს ღიმილით, ის ამ ბრძანებას არ შეასრულებს, თვითონ მოკვდება ის დასჯილივით. არ შეარცხვენენ ერის დიდ წარსულს, გმირებს სამშობლო დაუდგათ თვალწინ, მკვლელის სახელი ატარონ, არ სურთ, სიკვდილს არჩევენ უმალვე ასწილ… – რატომ არ ესვრით! – ბრძანება სჭექდა, უცებ მიყუჩდა ყველას გულისთქმა, – ქართველნო, ყველა შემოკრბით ერთად, არ შეგაშინოთ ქცევამ უღირსთა!… – ჩვენი სიცოცხლის თუმც დგას დაისი, ქართველს უნგრელის გულისთქმა ესმის! – თქვა ერთმა, მერე ერთხმად გაისმა, -“ჩვენ მადიარებს ტყვიას არ ვესვრით!” დადგა სიჩუმე, ვით ბედისწერა, ეს სიტყვა ჰგავდა გავარდნას მეხის, – სიკვდილით დაგსჯით, წყეულნო, ყველას, ვინც მეამბოხეს ტყვიას არ ესვრის! ქართვლის შვილებმა სულ სხვაგვარ ფიქრით, თავები მტკიცედ მაღლა ასწიეს, ყველანი ერთად შევხვდებით სიკვდილს, თავისუფლებას ჩვენ არ გავწირავთ!… ოდითგან სწამდათ მადიარების, ეს დაეჭვებას როდი ბადებდა და არ ეღირსათ მათ ზიარება, ისე დაცხრილეს ავტომატებმა… კვდებოდნენ უხმოდ, ტყვიებმა მკერდი მონახა, ყველა სიკვდილს დანებდა, ასე ჭრის კაცთა მაცდური ბედი, გმირს მხოლოდ გმირი დაინანებდა… ქუჩიდან მაინც ისმოდა მტკიცე ხალხის გუგუნი, თავგანწირული, მათ კი, ღირსების რწმენას შესწირეს თავის სიცოცხლე – მართლაც გმირული…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი